ჩვენს შესახებ

კომპანია „Sky Development" საინვესტიციო ჯგუფის, „Wealth Management”-ის მიერ დაარსდა 2015 წელს და მალევე დაიმკვიდრა ადგილი ქართულ ბაზარზე, საკუთარი ფასეულობებით და მომსახურების ხარისხით. დღესდღეობით „Sky Development"-ი ექვს დასრულებულ პროექტს ითვლის. გარდა ამისა, გვაქვს სამი მიმდინარე პროექტი ისანში, ვაკესა და ბათუმში. ჩვენი სპეციალისტები მუდმივად ცდილობენ, რომ შეარჩიონ საუკეთესო ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალები. ჩვენ ვქმნით გამორჩეულ და დასამახსოვრებელ ინფრასტრუქტურას, რომელიც მორგებულია ქალაქის იერსახეზე. ყველა მშენებლობა მიმდინარეობს ევროპული, ენერგოეფექტური და უმაღლესი ხარისხის მასალებით. ახალგაზრდა, კრეატიული გუნდი მუდმივად ცდილობს მობინადრეები ჩართოს სამშენებლო პროცესში, შეუქმნას სასურველი, მყუდრო გარემო და მათი მოთხოვნის მიხედვით დაგეგმოს ინდივიდუალური დიზაინი. „Sky Development"-ის პრიორიტეტი არა მარტო სასიამოვნო და უსაფრთხო რეკრეაციული ზონების შექმნაა, არამედ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობებიც, რაც ბინის შეძენის შემდეგ თანამშრომლობასა და მხარდაჭერას გულისხმობს. ჩვენი პროექტები ინვესტორების მიერ სრულად დაფინანსებულია, რაც იმის გარანტიას იძლევა,რომ ყველა მშენებლობა დაგეგმილ ვადებში სრულდება.