Smart house- სახლი, რომელსაც შენი ესმის
2018-12-10 16:20:57

   Smart house- სახლი, რომელსაც შენი ესმის
 
წარმოგიდგენთ ინოვაციურ კომპანიას „KNOWHOW“, რომლის ძირითად საქმიანობის სფერო ე.წ. „ჭკვიანი სახლების“ ინსტალაციაა.
    კომპანია “KNOWHOW” ერთი წლის წინ შეიქმნა და ამ ეტაპზე თანამშრომლობს ისეთ მსხვილ კომპანიებთან, როგორიცაა:  DREAM LAND OASIS, ANT, CAPITAL 31 და SKYDEVELOPMENT.
  აკონტროლე ნებისმიერი ტექნიკა, განათება, აუდიო სისტემა, საშხაპე, ავტოფარეხის კარი ან თუნდაც, გაზონის სარწყავი, ტელეფონზე თითის ერთი დაჭერით, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.
ჭკვიანი სახლი დაიმახსოვრებს თქვენს ჩვევებს და დროის განრიგს, რაც ნიშნავს, რომ დამატებითი მითითებების გარეშე შეასრულებს თქვენს სურვილებს.
   გარდა ამისა, ის გეხმარებათ გადასახადების შემცირებაში. ჭკვიანი სახლი  ავტომატურად აკონტროლებს ტემპერატურას, ელექტრო ენერგიის გამოყენებას და სახლიდან გასვლის შემთხვევაში, თიშავს ყველა ტექნიკას, რომელიც ზედმეტ ენერგიას მოიხმარს.
   სახლის ერთ-ერთი უპირატესობაა „ჭკვიანი მტვერსასრუტი“. ის იმახსოვრებს სახლის სტრუქტურას, ადგილებს სადაც მეტი მტვერი გროვდება და სრულად ასუფთავებს ტერიტორიას. თქვენ შეგიძლიათ მისი ენერგიის წყარო ( დამტენი ) მოათავსოთ ერთ კონკრეტულ ადგილას, ხოლო როდესაც მტვერსასრუტი „მიხვდება“, რომ სჭირდება ენერგია თავად მივა იმ ადგილას და აღიდგენს ენერგიას.  

D9-ის რეკრეაციული ზონა
2018-12-10 16:15:00

„D9“-ის პროექტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გამწვანებასა და რეკრეაციული ზონების მოწყობას.
კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე გაშენდება ბულვარი, რომლითაც მობინადრეები ისარგებლებენ.
ბულვარში აშენდება მოსასვენებელი ადგილები, კორტები, ფეხბურთს მოედანი, გასართობი სკვერები. მოეწყობა ველოტრასები და საცურაო აუზი.
D9-ის ძირითადი მიზანია ეკოლოგიურად სუფთა და მშვიდი გარემოს შექმნა.
კომპლექსამდე ცენტრალური გზიდან 6 მცირე გზა მიდის, რაც თავიდან აგაცილებთ საცობებს და გადატვირთულ მოძრაობას.
„D9“-ს ყველა სხვა პროექტისგან გამოარჩევს,ის რომ კომპლექსის მთავარი კონცეფციაა ნაკლები შენობა და მეტი რეკრეაციული ზონა.

გამოკვლევები D9-ის ტერიტორიაზე
2018-12-10 15:59:10

“D9”-ის მშენებლობის დაწყებამდე, ტერიტორია როგორც ქართველმა, ასევე უცხოელმა ექსპერტებმა შეისწავლეს. მათ გამოიკვლიეს ატმოსფერულ ჰაერში არსებული ელემენტები: ჟანგბადი, აზოტი და მტვრის ნაწილაკები.
ჰაერის ხარისხის მონიტორინგის შემდეგ დადგინდა, რომ „D9“-ის ტერიტორიაზე და მის შემოგარენში ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციის ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა. მეტიც, მაჩვენებლები ნორმაზე უფრო ნაკლებია, რაც ნიშნავს, რომ აქ ქალაქში ყველაზე სუფთა ჰაერია.
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი, ატმოსფერულ ჰაერში, მავნე ნივთიერებების დასაშვები მნიშვნელობები: